ჩემი კვლევა


საატესტატო გამოცდების შედეგები 2013 წელი თბილისის 126-ე საჯარო სკოლა მანანა სეხნიაშვილი შესავალი წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში განხორცილებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. აღნიშნული კვლევა ჩატარდა თბილისის 126 -ე საჯარო სკოლის პედაგოგების მიერ. ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან. I თავში მოცემულია ინფორმაცია სკოლის შესახებ, საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები. II თავი ეხება პრაქტიკული კვლევის არსს. III თავში მოცემულია სხვადასხვა ავტორთა მოსაზრებები საატესტატო (კატი–ს) გამოცდების შესახებ. IV თავი მოიცავს ინფორმაციას კვლევის მეთოდოლოგიისა. V თავი ეხება კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზს. VI თავში აღწერილია კვლევის კომისიის მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები. საკვლევი საკითხის მიმოხილვა 1.1 მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში სწავლობს 905 მოსწავლე. სკოლის დირექტორი გახლავთ ქალბატონი ხათუნა ბარაბაძე. სკოლაში მუშაობს 57 მასწავლებელი. 90%-ზე მეტი მუშაობს სრულ განაკვეთზე. სკოლას ჰყავს 15 ნაწილობრივ და 18 სრული სერთიფიცირებული მასწავლებელი. პედაგოგები გადიან გადამზადებას და პერიოდულად თავადაც ატარებენ ტრენინგებს. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას იძლევა ხარისხიანად წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი. კვლევის მიზანი: გამოცდების შედეგების ანალიზი პრობლემების იდენტიფიცირება მიზეზების დადგენა შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა 1. სატესტატო გამოვდებთან დაკავშირებული სირთულეები. 2011 წლიდან საქართველოს საჯარო სკოლებში ტარდება საატესტატო (კატი–ს) გამოცდები. ამ წლების განმავლობაში არსებული ზღვარი 126–ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა 100% – მა გადალახა. საერთო სურათი დამაკმაყოფილებელია, მაგრამ წინა საგამოცდო ღელვამ, საზოგადოებაში განსხვავებული აზრის არსებობამ და ბავშვების განწყობამ გადაგვაწყვეტინა არსებულ გამოცდებზე შედეგების მიხედვით ჩაგვეტარებინა კვლევა. ჩვენი მიზანია გამოცდების შედეგების ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირბა და მიზეზების დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა. გამოცდა ამ ეტაპზე ჩატარდა 4 საგანში: გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა და ქიმია. მეთოდები: კვლევაში მონაწილეობდნენ პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები. გამოყენებულია გამოცდების შედეგები. ჩატარდა გამოკითხვა. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა გამოცდებზე გასული მე–12 კლასელები ( 35 მოსწავლე), მშობლები და მოსწავლეები. გამოცდების შედეგებმა აჩვენა, რომ ყველაზე დაბალი შეფასება 5,5–6 არის ფიზიკასა და ქიმიაში, 6–7 ქულა ყველაზე მეტი დაფიქსირდა ფიზიკასა და ქიმიაში. რაც შეეხება ყველაზე მაღალი შეფასება 10 დაფიქსირდა გეოგრაფიაში, ფიზიკა, ქიმია ბიოლოგიაში ეს მაჩვენებელი თანაბარია. 9–10 შეფასება ყველაზე მეტი არის ბილოგიაში და გეოგრაფიაში. დანარჩენ ორ საგანში ეს მაჩვენებელი ნულის ტოლია. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მიუხედავად არა ერთგვაროვანი დამოკიდებულებისა პედაგოგთა 95% დადებითად აფასებს ზოგადად საატესტატო გამოცდებს, როგორც ერთ–ერთ აქტივობას სკოლაში სწავლის დონის ასამაღლებლად. 86% პროცენტი თვლის, რომ სკოლაში არასაკმარისი რესურსია იმისათვის, რომ უკეთეს შედეგს მიაღწიოს ( კაბინეტური სისტემა, ბავშვთა რაოდენობა კლასებში, თვალსაჩინოების გაზრდა). კვლევის შედეგად დავადგინეთ,რომ მოსწავლეთა 94% უპირატესობას ანიჭებს ინგლისურს, 66% პროცენთი–წართულს და 56$ კიმათმატიკას ანიჭებს უპირატესობას. საგნებს შეორის შემდეგი ადგილები ასე გადანიწილდა.გეოგრაფია, ისტორია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და ხელოვნება. პიველ ბლოკში მოხვედრილ ,, ძირიათად საგნებს“ უპირატესობა მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე მიენიჭათ. გამოკითხულთა 65% ამ საგნებს სწავლობს გამოცდების ჩასაბარებლად. დასკვნა: მოსწავლეთა უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს ‘’ძირითად საგნებს“, საზოგადოებრივსა საბუნებისმეტყველო საგნებს ეროვნულ გამოცდებზე უმცირესობა აბარებს. აქედან გამომდინარე ამ საგნების სწავლება ბოლო წლებისთვის „იგეგმება“. შედეგი არის ის, რომ გამოკითხულთა 93% თვლის, რომ სჭირდებათ რეპეტიტორი. მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად საჭიროა წახალისება (82%) საჭიროა მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის მნიშცნელოვნად შეცვლა პოზიტივისკენ (75%) რეკომენდაციები პედაგოგები უფრო მეტი გულისყურით უნდა მოეკიდონ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას საჭიროა მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის მნიშცნელოვნად შეცვლა პოზიტივისკენ მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად საჭიროა წახალისება (82%) მასწავლებლებმა გაკვეთილები უნდა გაამდიდრონ ფოტო და ვიდეო რესურსებით, რათა საინერესო გახდეს მათთვის ეს ,,რთული“ საგნები. საჭიროა საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის დაკავშირება ყოველდღიურობასთან, ამისთვის უნდა დაიგეგმოს პროექტული მუშაობა, კვლევითი აქტივობები. შეზღუდვები კვლევა ჩატარდა მოკლე ვადებში. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხული იქნა სხვა სკოლის მოსწავლეებიც, სოციალური ქსელის გამოყენება ვერ მოხერხდა. სასურველი იქნებოდა თვისობრივი მეთოდების გამოყენება, კერძოდ ფოკუს ჯგუფი ან ინტერვიუ, რაც უფრო სრულყოფილს გახდიდა წარმოდგენილ შედეგებს. კვლევა გაგრძელდება წლის ბოლომდე, 2014 წლის გამოცდების შდეგების ანალიზის საფუძველზე.
საატესტატო გამოცდების შედეგები 2013 წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий