სამოდელო გაკვეთილები

                 სამოდელო გაკვეთილი გეოგრაფიაში
თემა: ტურიზმის სახეები და მისი განვითარების პერსპექტივები
ორ მეცხრე კლასში სხვადასხვა მეთოდი გამოვიყენე. ერთ კლასს ტურიზმის სახეების შესახებ ინფორმაციის მოძიება დავავალე, – ბავშვებმა მოპოვებული ინფორმაციის პრეზენტაცია გააკეთეს, რის შემდეგაც გაკვეთილზე განვიხილეთ ტურიზმის თანამედროვე მიმდინარეობები, – მეორეს კი ინტერნეტსივრცეში არსებული სტატიების წაკითხვა (შებრუნებული საკლასო ოთახი).
გაკვეთილის ტიპი: ინოვაციური (შინაარსობრივი)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ გაიცნოს ტურიზმის თანამედროვე სახეობები და შეძლოს საქართველოში მისი გავრცელების შესაძლო არეალებზე არგუმენტირებული მსჯელობა, განუვითარდეს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლე შეძლებს:
  • ტურიზმის სახეების გააზრებას;
  • ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო ფაქტორების გამოყოფას;
  • ტურიზმის განვითარების მნიშვნელობის გაანალიზებას;
  • იმსჯელებს საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე.
გაკვეთილის მიზნის მიღწევის შემთხვევაში მივიღევთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგს:
გეო. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოში მეურნეობის სტრატეგიული დარგები და მათი განვითარების პერსპექტივები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ჩამოთვლის საქართველოს მეურნეობის სტრატეგიული დარგების (მაგ., ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის) განვითარებისთვის საჭირო ფაქტორებს, რის საფუძველზეც აჯგუფებს დასახლებებს, რაიონებს ან რეგიონებს;
  • მსჯელობს საქართველოში მეურნეობის სტრატეგიული დარგების (მაგ., აგრობიზნესის) განვითარების პერსპექტივებზე მსოფლიოს ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით;
  • მოიძიებს ინფორმაციას ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარებისთვის აუცილებელი ბუნებრივი გარემოსა და ინფრასტრუქტურის შესახებ.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ–ჩვევები:
მოსწავლე იცნობს მეურნეობის დარგობრივ სტრუქტურას, ტურიზმისა და რეკრეაციული მეურნეობის სტრუქტურას, საქართველოს ფიზიკურ და ეკონომიკურ პოტენციალს, შეუძლია გეოგრაფიულ საშუალებებზე (რუკები, ტექსტები, ცხრილები) მუშაობა.
შეფასება და თვითშეფასება:
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება;
სასწავლო მასალა და რესურსები:
სტატიები: აგროტურიზმი – http://mastsavlebeli.ge/?p=11091; ეკოტურიზმი – http://mastsavlebeli.ge/?p=10703; ეკოსოფელი – http://mastsavlebeli.ge/?p=9919; ენოტურიზმი – http://mastsavlebeli.ge/?p=11819 ;; საქართველოს ფიზიკური რუკა, სამუშაო რვეული, თაბახის ფურცლები, ფლირჩატები, მარკერები; კალამი.
აქტივობა N1 (სახელწოდება; ხანგრძლივობა):
წინა გაკვეთილზე მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს შინ სტატიების წაკითხვას.
წინარე ცოდნის გააქტიურება: მენტალური რუკის შექმნა – 10 წთ.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს წინარე ცოდნის გააქტიურება, ტურიზმთან დაკავშირებული ცნებებისა და ტერმინების გახსენება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი არიგებს ცხრილს და მოსწავლეები იხსენებენ ტურიზმთან დაკავშირებულ ცნებებსა და ტერმინებს.
დავალება: მოიფიქრეთ ტურიზმის სახეები და თითოეულ უჯრაში ჩახატეთ ამ ტერმინების ამსახველი ნახატები. სამუშაოს ისე შემოქმედებითად უნდა მიუდგეთ, რომ სხვამ შეძლოს თქვენი ნახატის ინტერპრეტაცია.
ენოტურიზმი


აგროტურიზმი
ეკოტურიზმი


კულტურული ტურიზმი
ჯგუფები ნამუშევრებს გამოფენენ და ნახატებს ხსნიან.
აქტივობა N2 (სახელწოდება; ხანგრძლივობა):
შინაარსის რეალიზება: ფაზლის ბადის შევსება 20 წთ.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა გაიაზრონ ტურიზმის სახეობათა არსი, გამოყონ მათი განვითარებისთვის საჭირო ფაქტორები. საქართველოს ფიზიკური და ადმინისტრაციული ერთეულების რუკებისა და შევსებული ფაზლის ბადის საშუალებით იმსჯელონ და დაადგინონ ტურიზმის სახეების გავრცელების არეალები.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს გათვლის 1-4 – ზე და ქმნის ხუთ ჯგუფს. შემდეგ სთხოვს, ჯგუფის ყველა 1–ელი ნომერი დაჯდეს ერთად, ყველა მე-2 – ერთად და ა.შ. თითოეულ ჯგუფს დაერქმევა სახელი, მაგ., პირველს – ა (აგროტურიზმი), მეორეს – ბ (ეკოტურიზმი), მესამეს – გ (ენოტურიზმი), მეოთხეს – დ (კულტურული ტურიზმი);
თითოეულ ჯგუფს მასწავლებელი აძლევს რომელიმე ერთი სტატიის სათაურს წინასწარ შინ საკითხავად მიცემული მასალიდან. მაგ., პირველს ექნება სტატია ა – აგროტურიზმი, მეორეს – სტატია ბ, ეკოტურიზმი, მესამეს – გ, ენოტურიზმი; მეოთხეს – დ, ეკოსოფელი, მეხუთეს – ე, კულტურული ტურიზმი. ჯგუფის წევრებმა ერთად უნდა განიხილონ ეს სტატიები და შეავსონ ფაზლის ბადე. 10 წთ
განსაზღვრული ხნის შემდეგ მასწავლებელი ისე გადააჯგუფებს მონაწილეებს, რომ ყოველ ჯგუფში იყოს თითო წევრი ა, ბ, გ, დ და ეს ჯგუფებიდან; შედეგად თითოეულ ჯგუფში მოხვდება 5 მონაწილე, რომლებსაც შევსებული აქვთ ფაზლის ბადის გარკვეული ნაწილი.
თითოეული მოსწავლე ახალ ჯგუფთან ერთად განიხილავს თავის მიერ დამუშავებულ სტატიას და შესაბამისად შევსებულ ფაზლის ბადეს. ჯგუფის წევრები ერთმანეთისგან იღებენ ახალ ინფორმაციას და ავსებენ ფაზლის ბადის დარჩენილ ნაწილს. მოსწავლეები ტურიზმის სახეობათა შესაძლო გავრცელების არეალებს დაადგენენ. ჯგუფებმა უნდა განსაზღვრონ, რომელ რეგიონში ტურიზმის რომელი სახეობის განვითარებაა შესაძლებელი. პრეზენტაციას წარმოადგენენ სასურველი ფორმით. 10 წთ.
რომელი სტატია შეიცავდა ინფორმაციას, რომლის გამოყენებაც მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ამ თემის შესწავლისას და ტურიზმის ყველა მიმართულების განვითარებას უწყობს ხელს?
აქტივობა N 3 – პრეზენტაცია 10 წთ
შერჩევითობის პრინციპით ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციას. შესაძლოა, მათი აზრები არ დაემთხვეს და წარმოიშვას მცირე დისკუსია.
აქტივობა № 4 (სახელწოდება: ხანგრძლივობა): შავი ლაქა 5 წთ
აქტივობის მიზანი: რეფლექსია
აქტივობის აღწერა: გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს: „რა იყო დღევანდელი გაკვეთილის ყველაზე შავი ლაქა (ბუნდოვანი ნაწილი)?“
საშინაო დავალება: კონტურულ რუკაზე დაიტანონ ტურიზმის სახეების გავრცელების არეალები მხარეთა მიხედვით.
შეფასება: მოსწავლეებს ექნებათ შეფასების რუბრიკები და პრეზენტაციის დროს შეაფასებენ.    

სრული ვერსია - სამოდელო გაკვეთილი გეოგრაფიაში                               


                                   სამოდელო  გაკვეთილი
                                               მიწის რესურსები


 თემის  სახელწოდება


Mmiwis resursebi da niadagis dacva

 გაკვეთილის სასწავლო მიზნები
საქართველოს ჰავისა და ნიადაგების აღწერა და დაკავშირება სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციასთან; საქართველოს მიწის რესურსების სტრუქტურის გაცნობა, გაანალიზება და დაკავშირება სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციასთან. რუკებისა და სხვა გეოგრაფიული საშუალებების გაანალიზება და ინტერპრეტაცია; ინფორმაციის გაანალიზების უნარის განვითარება; მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის უნარის განვითარება;  პრობლემის გააზრებისა და გადაჭრის უნარის განვითარება; გარემოზე პასუხისმგებლობის უნარის განვითარება; პრეზენტაციის უნარის განვითარება
სწავლის შედეგები  
 
geo. IX. 1. moswavle rukebisa da sxva geografiuli saSualebebis (fotoebi, grafikebi, cxrilebi, diagramebi da sxva) daxmarebiT axasiaTebs adgils, movlenasa da procesebs; adgens Tematur rukebs.
Sedegi miRweulia, Tu moswavle:
•aanalizebs rukebis, grafikebis, cxrilebis, diagramebisa da sqemebis saSualebiT warmodgenil geografiul informacias; SeuZlia erT saSualebaze mocemuli informaciis sxva formatSi gamosaxva (mag. cxrilis mixedviT grafikis an diagramis ageba).
• erTi da igive adgilis sxvadasxva Tematuri rukis Sejerebis safuZvelze atarebs kompleqsur analizs (mag. fiz.geografiuli, mosaxleobis, soflis-meurneobis specializaciis rukebi);
geo. IX. 2. moswavle axasiaTebs da aanalizebs saqarTvelos bunebriv pirobebs.
Seegi miRweulia, Tu moswavle:
• adgens mizez-Sedegobriv kavSirebs fizikur-geografiul parametrebs Soris da msjelobs maT geografiaze am maCveneblebis mixedviT adarebs dasavleT da aRmosavleT saqarTvelos;
• rukebisa da teqsturi masalis gamoyenebiT aRwers saqarTvelosaTvis damaxasiaTebel mniSvnelovan resursebs da akavSirebs mosaxleobis sameurneo saqmianobasTan (mag.: zonaluroba da soflis meurneobis specializacia);
aRniSnuli maxasiaTeblis mixedviT ajgufebs saqarTvelos regionebs;
geo. IX. 3. moswavle ukavSirebs saqarTvelos ZiriTad bunebriv da anTropogen landSaftebs maT sameurneo gamoyenebas.
Sedegi miRweulia, Tu moswavle:
• iyenebs rukebs da xsnis saqarTvelos agraruli da industriuli landSaftebis gavrcelebis
Taviseburebebs;
     მიმდინარეობა

(აქტივობები და დრო)
აქტივობა № 1.  გამოწვევა  - 5- წთ.
maswavlebeli dafaze wers ,,miwis resursebs. ivseba asociaciuri ruka.
აქტივობა2. roluri TamaSi. 20wT
მასწავლებელი ანაწილებს როლებს: კლასს ყოფს  4-5 კაციან ჯგუფებად. ერთი იქნება ,,ბიზნეს ჯგუფი”, დანარჩენები წარმოადგენენ კონკურსში მონაწილე ორგანიზაციებს, რომლებიც იმუშავებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტზე (სურვილებისამებრ ირქმევენ სახელებს). თითოეულ ჯგუფს ურიგდება სხვადასხვა სახის რესურსები (დიაგრამები, რუკები, ტექსტები მიწის რესურსებზე).,,ბიზნეს ჯგუფიადგენს შეფასების კრიტერიუმებს, მან უნდა გამოავლინოს გამარჯვებული პროექტები, რომლებიც დაფინანსდებიან შესაბამისად ( 10000$, 9 000$ და 8000$).
პროექტზე მუშაობისას გასათვალისწინებელი პრიორიტეტები:  1.მიწის კადასტრი; 2. ნიადაგების გეოგრაფია;  3.მიწის ფონდის სტრუქტურა; 4. აგროკლიმატური  დარაიონება; 5. ნიადაგების სტრუქტურა; 6. ნიადაგის დაცვა.
აქტივობა3. პრეზენტაცია - 10 წთ.
მუშაობის დასრულების შემდეგ ხდება პროექტების პრეზენტაცია
აქტივობა5. შეფასება 10წთ.
prezentaciis Semdeg ,,biznes jgufi” ganixilavs TiToeul proeqts, afasebs da ,,afinansebs” sam gamarjvebuls. Dafinanseba SeiZleba iyos 10 000; 9 000 da 8 000.
საშინაო დავალება: ეძლევათ რეკომენდაცია:
1. დაუკავშირდნენ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ნიადაგის დაცვაზე;
2. მოძებნონ პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნებში;
3. მოიძიონ იფორმაცია საქართველოს განედებში მდებარე ქვეყნების მიწის რესურსებისა და სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის შესახებ
           შეფასება
ფასდება ინფორმაციის მოძიების, კლასიფიცირების, ანალიზისა და სხვა სახით წარმოდგენის უნარი. ანალიზისა და დასკვნის გამოტანის უნარი, პრეზენტაციის უნარი;
რუკებისა და სხვა გეოგრაფიული საშუალებებისგაანალიზება და ინტერპრეტაციis unari.

            რესურსები
საქართველოს ფიზიკური რუკა, საქართველოს ნიადაგების რუკა, საქართველოს რეგიონების რუკა; ფორმატის ქაღალდები, ტექსტი: საქართველოს მიწის რესურსები; დიაგრამები; მარკერები;  IX - კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელო.

 მიწის რესურსები -    http://www.slideshare.net/mananasekhniashvili5/miwis-resursebi-7 

Комментариев нет:

Отправить комментарий