ჩემ შესახებ

2005 წლიდან დღემდე ვმუშაობ თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში გეოგრაფიის
მასწავლებლად, 2006-2011 წლებში ვმუშაობდი ქართულ-გერმანულ სკოლა ,,ა_Z“-ში, ხოლო 2011 წლიდან რობერ შუმანის სახელობის ევროპულ სასწავლებელში ბუნებისა და გეოგრაფიის პედაგოგად. აქტიურად ვმონაწილეობ სკოლის კონფერენციების და სხვადასხვა პროექტების ორგანიზებაში. ჩატარებული მაქვს ინტეგრირებული გაკვეთილები. მონაწილეობა მაქვს მიღებული პროექტებში, მათ შორის რამდენიმე საერთაშორისო პროექტში. 2009 წელს საერთაშორისო კონკურსში “კარი დიპლომატიისკენ“ პროექტში „Peace on Earth – It’s In Our Hands“ მიღებული მაქვს სერტიფიკატი. 2010 წელს მიღებული მაქვს ოქროს ჯილდო (Gold Word) საერთაშორისო კონკურსში „International Cyberfair“ პროექტისთვის “Monument of Nature”. 2011 წელს საერთაშორისო კონკურსში “კარი დიპლომატიისკენ“ პროექტში „Be Tolerant“ მიღებული მაქვს განსაკუთრებული ჯილდო. 2011 წელს წარმატებით ჩავაბარე პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები; 2012 წელს - საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ინტეგრირებული გამოცდა. ვარ მენტორი მასწავლებელი. კვალიფიკაციის ასამაღლებლად გავიარე არაერთი ტრენინგი, 2007 წელს მივიღე მწვრთნელის სერთიფიკატი განათლების ინსტიტუტში, სადაც ვმუშაობდი ტრენერად და მონაწილეობა მივიღე ტრენინგ მოდულის შექმნაში. ამავე წელს მონაწილეობა მივიღე ილიას უნივერსიტეტში გეოგრაფიის ტრენინგ მოდულის შექმნაში. 2011 და 2012 წლებში ვარ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის, დაწყებითი საფეხურისა და ბუნებისმეტყველების ტრენერი. ვარ 2011 წელს გამოსული სახელმძღვანელოს - საგნობრივი პროგრამის გზამკვლევი მასწავლებელთათვის - ,,ჩვენი საქართველოს“ თანაავტორი; 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმების გზამკვლევი მასწავლებლებისთვის VII-IX კლასებისა და საშუალო X-XI კლასების საგნობრივი პროგრამების გზამკვლევი მასწავლებელთათვის ავტორი.
http://ncp.ge/ge/sazogadoebrivi-metsnierebebi/damkhmare-resursebi

მასწავლებლის სახლის ტრენერი. საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) - გეოგრაფიის საგნობრივი მოდულის დამწერის ასისტენტი. 
სახელმწიფო კომისიის წევრი - მასაწავლებლის პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემის შემუშავება.

1.      2012 წელი - სსიპ-ს „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“ - გეოგრაფიის სასკოლო სახელმძღვანელოების რეცენზირება

2.      2014 წელი - საქართველოს განათლების სამინისტრო - კონრად ადენაუერის ფონდი,  „ სამოქალაქო განათლება დემოკრატიისათვის – სამოქალაქო ინიციატივა და თანამშრომლობა“- სამოქალაქო განათლების ტრენერი.

3.      2014-2015 წლები- საქართველოს განათლების სამინისტრო - „კლასში განხორციელებული ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგი“.

4.      2015 წელი - მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ სახელმწიფო კომისიის წევრი.

5.      2017 წელი - საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) - გეოგრაფიის საგნობრივი მოდულის ავტორი

6.      სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტი - ბუნებისმეტყველების სასკოლო სახელმძღვანელოების რეცენზენტი.

7.      2018-2021 წლები - მასწავლებელთა პროფესიული     განვითარების ეროვნული ცენტრი - გარე დამკვირვებელი.

8.      2013 წლიდან - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი- გამსწორებელი.

9.      საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი- ტრენერი.

                                                      სერთიფიკატები







Комментариев нет:

Отправить комментарий